
„ამას არ მოველოდი“, – ასე ეხმაურება ტრანსგენდერი ქალი მადონა, რომელაც მერიის წინ თავის დაწვა სცადა, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ლევან ვასაძესთან დაკავშირებული ორგანიზაცია ტრანსგენდერ ქალებს ფინანსურად დაეხმარება.
ქალი მადონა ამბობს, რომ მათგან ქილიკსა და აგრესიას ელოდა.
„ხუმრობა მეგონა.. პირველრიგში მადლობა, მეორე რიგში ძალიან გაკვირვებული ვარ.
ამ ადამიანებისგან, მოულოდნელი მომენტია, როდესაც ადამიანი ჰომოფობია ან ამ ჯგუფებში მოიაზრება და უცებ ის შენ დახმარებას იწყებს.
მნიშვნელობა არ აქვს ადამიანი ვინ არის თუ ის გეხმარება და ლუკმა-პურს გიყოფს, ეს ადამიანური დაფასებაა.
ალტინფოსგან და ვასაძისგან ამას არ მოველოდი, არც კი გამიფიქრია, პირიქით მეგონა დაიწყებდნენ ქილიკს, აგრესიას და ასე შემდეგ..” – აღნიშნა მადონამ.
30 აპრილს, თბილისის მერიასთან ტრანსგენდერმა ქალმა ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა.
„მე ვარ ტრანსგენდერი ქალი და იმიტომ, რომ საქართველოს სახელმწიფო ჩემზე არ ზრუნავს, თავს ვიკლავ“ – განაცხადა მერიასთან მადონამ.






















