
ლაგოდეხში ტექნიკის მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ „რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
მათი ცნობით, ამოღებულია მოპარული ტექნიკის დიდი ნაწილი – მობილური ტელეფონების დიდი ნაწილი.
დაკავებულები 18-20 წლის ახალგაზრდები არიან.
ცნობისთვის, ლაგოდეხში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე ტექნიკის მაღაზია კვირას, 3 მაისს გაქურდეს.






















