08:54 | 2020-05-06 ავტორი: ალექსი ქამადაძე

აქვს თუ არა კორონავირუსი ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს – დღეს გახდება ცნობილი

აქვს თუ არა კორონავირუსი ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს – დღეს გახდება ცნობილი

დღეს გახდება ცნობილი, აქვს თუ არა COVID-19 ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს. მისი ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.

 

ექიმს, რამდენიმე დღის წინ რამდენიმე დღის წინ სწრაფი ტესტით COVID-19 დაუდგინდა, თუმცა PCR კვლევით ის ინფიცირებული არ აღმოჩნდა.

 

ყვარლის სასწრაფოს ექიმი ამჟამად ბოჭორიშვილის კლინიკაში იმყოფება.

 

რაც შეეხება დანარჩენ პირებს, 64 მოქალაქეზე ჩატარებული კვლევებიდან ვირუსი არცერთს არ დაუდასტურდა. რეგიონში დღეს კიდევ 143 პირის პასუხს ელოდებიან.

 

ბოლო მონაცემებით:

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 604-მდე გაიზარდა.

 

მათგან, გამოჯანმრთეელდა 240 პაციენტი.

 

საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმში – 5260

 

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 553

 

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X