
არ არსებობს არავითარი ნიშანი, რომ კიმ ჩენ ინს გულის ოპერაცია ჩაუტარდა,- ამის შესახებ სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა, საჰ ჰუნმა განაცხადა.
როგორც სამხრეთ კორეის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, კიმ ჩენ ინის იშვიათი გამოჩენა სავარაუდოდ, კორონავირუსთან დაკავშირებულ პანდემიას უკავშირდება.
15 აპრილს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა, გამოტოვა ე.წ. მზის დღე – ბაბუამისის, კიმ ირ სენის დაბადების დღის იუბილე, რომელიც ჩრდილოეთ კორეის კალენდარში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა.
CNN-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ დიქტატორი ავადაა და მან ოპერაცია გადაიტანა, რომელიც დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიასთან.
რეაბილატაციის პერიოდი კი, ძალიან რთულად გადააქვს.
რამდენიმე დღის წინ კი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი 20-დღიანი გაუჩინარების შემდეგ გამოჩნდა.






















