15:58 | 2020-05-06 ავტორი: Prime Time

დღეს ციურიხიდან თბილისში საქართველოს 37 მოქალაქე ბრუნდება

დღეს ციურიხიდან თბილისში საქართველოს 37 მოქალაქე ბრუნდება

დღეს ციურიხიდან თბილისში ჰუმანიტარული ხასიათის ავიარეისით საქართველოს 37 მოქალაქე დაბრუნდება. ავიარეისი ციურიხი-თბილისი შვეიცარიული ავიაკომპანია Swiss-ის მიერ დღეს შესრულდება.

 

რეისით საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნდება საქართველოს 37 მოქალაქე, რომელთა შორის არიან განსაკუთრებული საჭიროებების, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ონკოლოგიური პაციენტები და არასრულწლოვნები.

 

როგორც ცნობილია, 2019 წლის ოქტომბერში შვეიცარიამ საქართველო შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში. გასულ წელსვე ქართული მხარის ინიციატივით, შვეიცარიის მოქალაქეებს მიენიჭათ საქართველოში ID ბარათებით მგზავრობის უფლება.

 

აღსანიშნავია, რომ  შვეიცარიის მიგრაციის სამსახური დააფინანსებს შვეიცარიიდან ორგანიზებული ჩარტერული რეისებით ჩამოყვანილი საქართველოს მოქალაქეების პირველად საჭიროებებს: დაბინავებას და სამედიცინო მომსახურებას.

 

ნახეთ, სპეცრეისების განრიგი, რომლებიც 30 აპრილიდან 9 მაისამდე შესრულდება
2020-04-29ნახეთ, სპეცრეისების განრიგი, რომლებიც 30 აპრილიდან 9 მაისამდე შესრულდება
ავტორი: Prime Time

X