16:51 | 2020-05-06 ავტორი: Prime Time

ანაკლიაში ქალს covid-19 დაუდასტურდა

ანაკლიაში ქალს covid-19 დაუდასტურდა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დრომდე გამოკვლეულთა შორის ახალი კორონავირუსი კიდევ ერთ ქალს დაუდგინდა.

 

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში“ აცხადებენ, რომ 2 საეჭვო ანალიზზე განმეორებითი ნიმუშების აღება ამ წუთებში მიმდინარეობს.

 

„ეს ქალი 22 აპრილს სტამბოლიდან დაბრუნდა, რომელიც პირდაპირ საზღვრიდან საკარანტინო სივრცეში გადმოიყვანეს“, -ამბობენ ჯანდაცვის ცენტრში.

 

გუშინ აღებული ანალიზებიდან ორ ბავშვს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ისინი თბილისში გუშინ, ღამით გადაიყვანეს.

 

ორივე ბავშვი თეთრიწყაროს კლასტერს მიეკუთვნება.

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები:

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

X