17:08 | 2020-05-06 ავტორი: ალექსი ქამადაძე

რუსეთში COVID-19-ს სარაკეტო კოსმოსური კორპორაციის გენერალური დირექტორი შეეწირა

რუსეთში COVID-19-ს სარაკეტო კოსმოსური კორპორაციის გენერალური დირექტორი შეეწირა

რუსეთში სარაკეტო კოსმოსური კორპორაციის გენერალური დირექტორი ევგენი მიკრინი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

 

15 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მიკრინი კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების კონტაქტებში შედიოდა, მაგრამ გავრცელებული ცნობებით მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდა, რის გამოც ის თვითიზოლაციაში იყო.

 

მოგვიანებით მიკრინის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ის საავადყოფოში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

 

6 მაისის მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის 165,929 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 21,327 გამოჯანმრთელდა, ხოლო 1,537 გარდაიცვალა.

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X