19:58 | 2020-05-06 ავტორი: Prime Time

სახლებში ვკლავთ ამ ადამიანებს?! – მეუფე იაკობი 70 წელს გადაცილებულებზე

სახლებში ვკლავთ ამ ადამიანებს?! – მეუფე იაკობი 70 წელს გადაცილებულებზე

ბოდბელმა ეპისკოპოსმა ქადაგებისას საქართველოში დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრა.

 

მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ 70-წელს გადაცილებულ ხალხს სახლიდან გამოსვლას უსამართლოდ უკრძალავენ.

 

„რას ჰქვია 70 წლის კაცი ქუჩაში არ გამოვიდეს, რატომ არ უნდა გამოვიდეს? თავის ცხოვრებას ის განკარგავს და გამოვიდეს, ვინ უშლის? რატომ უზღუდავთ ასე თავისუფლებას, ვის აქვს მაგის უფლება?! არც პარლამენტს, არც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, არც მე და არც ჟურნალისტებს. სახლებში ვკლავთ ამ ადამიანებს?! რამდენი წელი უნდა იყვნენ ასეთ მდგომარეობაში?!“ – ამბობს მეუფე იაკობი.

 

მეუფე იაკობის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე. 06.05.2020

მეუფე იაკობის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე. 06.05.2020

Gepostet von ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი/Bishop of Bodbe Jakob am Mittwoch, 6. Mai 2020

ავტორი: Prime Time

X