23:26 | 2020-05-06 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ნაციონალურმა მოძრაობამ შორს გაითქვა სახელი დეზინფორმაციის, ტყუილის და ყალბი ამბების გავრცელებით – ვლადიმერ ბოჟაძე

ნაციონალურმა მოძრაობამ შორს გაითქვა სახელი დეზინფორმაციის, ტყუილის და ყალბი ამბების გავრცელებით – ვლადიმერ ბოჟაძე

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც  წერს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დეზინფორმაციის, ტყუილის და ყალბი ამბების გავრცელებით მსოფლიოში გაითქვა სახელი. რის გამოც ფეისბუქის ოფიციალურ განცხადებაში მოხვდნენ.

 

„პრაიმტაიმი“ ვლადიმერ ბოჟაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

 

„საქართველოს სახელმწიფოს, ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიისა და ჩვენი გმირი ექიმების წინააღმდეგ ბრძოლაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შორს გაითქვა სახელი.

 

დეზინფორმაციის, ტყუილის და ყალბი ამბების გავრცელებით მსოფლიოში ყველა პოლიტიკურ პარტიას აჯობეს და ფეისბუქის ოფიციალურ განცხადებაში მოხვდნენ. გაუქმდა მათი ასობით „ბოტების“, „ტროლების“ და კობა ხაბაზის ანგარიში.“ – წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

 

საქართველოს სახელმწიფოს, ჩვენი მართლმადიდებლური ეკლესიისა და ჩვენი გმირი ექიმების წინააღმდეგ ბრძოლაში "ნაციონალურმა…

Gepostet von Vladimir Bozhadze am Mittwoch, 6. Mai 2020

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X