23:19 | 2020-05-06 ავტორი: Prime Time

დღემდე არ მჯერა რომ ინფიცირებულია… ვირუსი ბებიისგან გადაედო – 6 წლის დემეტრეს დედა

დღემდე არ მჯერა რომ ინფიცირებულია… ვირუსი ბებიისგან გადაედო – 6 წლის დემეტრეს დედა

ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსზე 6 წლის დემეტრე ყაფლანიშვილიც მკურნალობს.

 

6 წლის ბავშვი ე.წ. ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება. მას კორონავირუსი ბებიისგან გადაედო, რომელიც ბოლნისში, სასწრაფო დახმარების ექიმია.

 

პატარა დემეტრეს დედამ ტელეკომპანია „მაესტროსთან“ ბავშვის დაინფიცირების ისტორია გაიხსენა.

 

„როცა ვუყურებდი ბავშვს რომ იყო ჩვეულებრივად, არანაირი სიმპტომი არ აწუხებდა და არც სიცხე ჰქონდა, დღემდე არ მჯერა რომ ინფიცირებულია. აქ გაგვიკეთეს ყველანაირი კვლევა, ბრწყინვალე პედიატრები არიან და არაჩვეულებრივი გარემოა. ვირუსი ბებიისგან გადაედო, რომელიც ბოლნისში სასწრაფო დახმარების ექიმია.

 

ახლა ჩვეულებრივად ვართ, ველოდებით ორი კვირა როდის გავა, რომ გავეწეროთ და დავბრუნდეთ სახლში“, – განაცხადა სალომე მეფარიშვილმა.

 

 

ავტორი: Prime Time

X