
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, კოკა ყანდიაშვილის, შალვა რამიშვილისა და ლაშა ნაცვლიშვილის დაპატიმრებას ითხოვს.
ამის შესახებ ნათელაშვილმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაპოსტა.’
„პრაიმტაიმი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„მე თავის დროზე ძალიან წარმატებული საპროკურორო კარიერა იმიტომაც შევწყვიტე, რომ ვერ ვიტანდი ადამიანების დაპატიმრებას.
მაგრამ ახლა მთელი გულწრფელობით ვაცხადებ, რეჟიმის შეცვლისთანავე სამივე ივანიშვილის მიკრო – გებელსი, კოკა ყანდიაშვილი, შალვა რამიშვილი და ლაშა ნაცვლიშვილი ოლიგარქზე ადრე უნდა იქნენ დაპატიმრებული.
თვითონ ბიძინას არ მიუყენებია ერის ფსიქიკისთვის იმდენი ზარალი რაც ქნა ამ სამმა ნაძირალამ შავი მილიონების საშოვნელად.“ – წერს შალვა ნათელაშვილი.






















