16:58 | 2020-05-07 ავტორი: თეონა ყაჭიური

შეღავათები, რომლებსაც მთავრობა ტურიზმის სფეროს სთავაზობს – სრული ჩამონათვალი

შეღავათები, რომლებსაც მთავრობა ტურიზმის სფეროს სთავაზობს – სრული ჩამონათვალი

დღეს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია გააკეთა.

 

მან ის შეღავათები დაასახელა, რომელიც ტურიზმის სფეროს ამუშავების შემდეგ დაეხმარება.

 

ნახეთ, რა შეღავათებს სთავაზობს მთვრობა ტურიზმის სექტორს ↓↓↓ 

 

2020 წლისთვის ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან.

 

ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების საშემოსავლო გადასახადები გადავადდება 9 თვით, წლის ბოლომდე.

 

მთავრობა დაასუბსიდირებს სასტუმროებს, რომელთა ბრუნვა 20 მილიონ ლარამდეა. დასუბსიდირდება საბანკო სესხის პროცენტის 80%-ი სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე.

 

შეღავათები სარესტორნე ბიზნესისთვის 

 

მთავრობა სარესტორნე ბიზნესს ახალი სესხების მოზიდვის დროს, 90%-ს თანაუზრუნველყოფას გაუკეთებს.

 

საბანკო, არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის დროს სარესტორნე ბიზნესს სახელმწიფო 30%-ის თანაუზრუნველყოფაში დაეხმარება.

 

სახელმწიფო ტურისტულ კომპანიებს საბანკო გარანტიის პროცენტს 6 თვის განმავლობაში დაუსუბსიდირებს

 

ასევე, ეკონომიკის მინისტრმა ტურიზმის ინდუსტრიის გახსნის სამი ეტაპი დაასახელა:

 

პირველი ეტაპი

 

პირველ ეტაპზე მოხდება ტურისტული ინდუსტრიის დახმარება.

 

პირველ ეტაპზე არის ტურისტული ინდუსტრიის დახმარება, რომ დავნერგოთ მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაწესებული უსაფრთხო სტანდარტები.

 

ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სხვადახვა ქვეყნებთან, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებთან, რომელთაც უკვე დაიწყეს ერთმანეთში საზღვრების გახსნის პროცესი და ჩვენ ამის თანამონაწილე უნდა გავხდეთ.

 

ასევე ვმუშაობთ ქვეყნებს შორის უსაფრთხო დერეფნების შექმნაზე, ეს იქნება პირველი დერეფნები, რომლის შიგნითაც ტურისტები საქართველოსკენ და საქართველოდან იმოძრავებენ . გვაქვს მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან იმ მიმართულებებზე, სადაც უახლოეს პერიოდში აღდგება ოპერირება და რა არის ამისთვის გასაკეთებელი“,- ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

 

მეორე ეტაპი – 15 ივნისი

 

მეორე ეტაპზე გაიხსნება შიდა ტურიზმი. ეს მოხდება 15 ივნისს.

 

„15 ივნისს ჩვენი ბაზრის შიდა ტურიზმისთვის  უკვე გვექნება დამუშავებული უსაფრთხო ტურისტული ზონების კონცეფცია და საპილოტე ზონები. 15 ივნისიდან ადგილობრივი მოსახლეობა უკვე შეძლებს ესტუმროს სასტუმროებს“,- აშნიშნა თურნავამ.

 

მესამე ეტაპი – პირველი ივლისი

 

მესამე ეტაპი პირველ ივნისს დაიწყება, როდესაც საქართველო მიიღებს ტურისტებს. სახმელეთო და საჰაერო საზღვრების გახსნა დაემთხვევა ამ მომენტს. თურნავა განმარტავს, რომ ამ ეტაპისთვის ფრენების ეტაპობრივი აღდგენა მოხდება.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X