
15 აპრილის შემდეგ ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.
ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში კორონავირუსით არავინ არ გარდაცვლილა.
ამასთან, გამოვლინდა 16 უსიმპტომო შემთხვევა.
ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის ცნობით, ქვეყანაში კოვიდით გამოწვეული ლეტალური შემთხვევა 15 აპრილის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსის 82 886 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 4633, ვირუსისგან 77 993 ადამიანი გამოჯანმრთელდა.






















