12:22 | 2020-05-08 ავტორი: სალომე ნეფარიძე

შემირცხვენია სინოდი, სადაც მეუფე იაკობს ეთქმის სიტყვა! – პეტრე ცაავა

შემირცხვენია სინოდი, სადაც მეუფე იაკობს ეთქმის სიტყვა! – პეტრე ცაავა

„შემირცხვენია სინოდი, სადაც მეუფე იაკობს ეთქმის სიტყვა…

 

შემირცხვენია სინოდი, რომელსაც თავმჯდომარეობს სოდომის ცოდვაში, ამ ცოდვის გამრავლებაში და ახალგაზრდა ადამიანების გახრწნაში, ბრალდებული მაღალი იერარქი.“

 

ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ჭყონდიდისა და მარტვილის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა სინოდიდან მის შესაძლო განკვეთას.

 

„… შემირცხვენია სინოდი, რომელიც არ აღიარებს, რომ ადამიანი, სასულიერო პირი, რომელიც არ დაემონა ამ გახრწინელებას, სხავდასხვა ინტრიგებით დღეს ციხეშია, საპატიმროშია ამ მიზეზის გამო.

 

შემირცხვენია სინოდი, რომელსაც სჯერა რომ პრეზიდენტს მიმართა შეწყალების თხოვნით და მან ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

 

შემირცხვენია სინოდი, რომელმაც სამი წლის წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ციანიდის საქმეზე შექმნიდა კომისიას და რომ ეს კომისია საეკლესიო კანონით შეისწავლიდა მამა გიორგის ბრალეულობა“, – განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

სინოდი სკანდალური გადაწყვეტილებისთვის ემზადება - რომელ მაღალიერარქს განკვეთავენ ეკლესიიდან
2020-05-07სინოდი სკანდალური გადაწყვეტილებისთვის ემზადება - რომელ მაღალიერარქს განკვეთავენ ეკლესიიდან
  
მეუფეო, წმინდა სახარება ძალადობის წიგნად როდიდან იქცა?! - ვის მიმართავს მამა ანდრია (სარია)
2020-05-07მეუფეო, წმინდა სახარება ძალადობის წიგნად როდიდან იქცა?! - ვის მიმართავს მამა ანდრია (სარია)

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X