
ეს არის ჩვენი ქვეყნის წარმატება, ეს არის ჩვენი ყველას წარმატება,- ასე ეხმაურება პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას.
როგორც ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა, უკრაინა და საქართველო ერთი გამოწვევის წინაშე დგანან.
„ეს მხოლოდ ჩვენი, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმატება არ არის. ეს არის ჩვენი ქვეყნის წარმატება, ეს არის ჩვენი ყველას წარმატება.
დღეს უკრაინასა და საქართველოს დიდწილად ერთი გამოწვევა აქვს.
გამარჯვების გასაღები რწმენასა და მონდომებაშია. გამარჯვების გასაღები იმის გააზრებაშია, რომ ახლა ისტორია დამარცხების ფიქრსაც კი გვიკრძალავს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელ ხელმძღვანელად დაინიშნა.






















