
საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგიგახარია მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი ხელმძღვანელის თანამდბეობაზე დანიშვნას გამოეხმაურა.
„ქართველები და უკრაინელები ვართ არამხოლოდ სტრატეგიული პარტნიორები, არამედ ჩვენ გვაკვშირებს დიდხნიანი თანამშრომლობა.
ჩვენ ხალხებს შორის ძმობას ცალკე აღებული უპასუხიმსგებლო პოლიტკოსების გამო კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვერ დავაყენებთ.
ჩვენ ელჩს გამოვიწვევთ კონსულტაციებისთვის იმისთის, რომ დავიცვათ ეს ურთიერთობები ამ ავანტურისტი პოლიტიკოსებისგან.
ჩემთვის სამწუხაროა, ეს ფაქტი იმ გამოცდილებით, რაც უკრაინას უკვე გააჩნია ოდესის შემთხვევაში.
ჩვენ ეს განწყობა არ დაგვიმალავს, მათ შორის მეც.
რა თქმა უნდა გაუგებარია ეს გადაწყვეტილება. გასაგებია, რომ ის არ ინიშნება მაღალ თანამდბეობაზე…
თქვენ იცით, ოდესის შემდეგ რა ძალისხმევა დაგვჭირდა, რომ ჩვენი ქვეყნის ურთიერთობები დაგვებრუნებინა სტრატეგიურლი მოკავშირეობის ჩარჩოში. პირადად ვიყავი ჩასული კიევში.
ახლა ელჩს ვიწვევთ სწორედ იმიტომ, რომ ამ ავანტურისტებმა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენონ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიურლი ურთიერთობები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ის ასევე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს, რომ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა, მხოლოდ მათი ქვეყნის შიდა საქმეა.
„მაინტერესებს და დავაკვირდებით როგორ დააკავებიან სააკაშვილს, რომ სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში არ ჩაერიოს“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.






















