12:30 | 2020-05-09 ავტორი: სალომე ნეფარიძე

კარგი სიახლე – ინფიცირებული პაციენტი, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა გამოჯანმრთელდა

კარგი სიახლე – ინფიცირებული პაციენტი, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა გამოჯანმრთელდა

კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელსაც ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ლაპარასკოპიის მეთოდით, ნაღვლის ბუშტზე ოპერაცია ჩაუტარდა გამოჯანმრთელდა.

 

ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.

 

შეგახსენებთ, რომ პირველად საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს ოპერაცია 29 აპრილს წარმატებით ჩაუტარდა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით ოპერაციაში 30-მდე მედიკოსი იღებდა მონაწილეობას.

 

ბოლო მონაცემებით საქართველოში ახალიკორონავირუსი 626 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 297 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 10 პაციენტი.

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X