16:14 | 2020-05-09 ავტორი: სალომე ნეფარიძე

კორონავირუსი მამაკაცის სპერმაში აღმოაჩინეს – შესაძლებელია სქესობრივი გზით გადადება?

კორონავირუსი მამაკაცის სპერმაში აღმოაჩინეს – შესაძლებელია სქესობრივი გზით გადადება?

„კორონავირუსი მამაკაცის სპერმაში აღმოაჩინეს“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას CNN ჩინელი მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით.

 

სპეციალისტები იკვლევდნენ შესაძლებელია თუ არა COVID 19-ის სქესობრივი გზით გადადება.

 

ამისთვის მათ ჩინეთის ერთ-ერთი კლინიკის 38 ინფიცირებული პაციენტი გატესტეს.

 

16%-ს კორონავირუსი სპერმაში აღმოაჩნდა. აქედან მეოთხედი მკურნალობის პროცესში იყო, 9% კი პრაქტიკულად გამოჯანმრთელებული.

 

„ჩვენ დავადგინეთ, რომ ვირუსს COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების სპერმაში ცხოვრება შეუძლია და SARS-CoV-2-ის დაფიქსირება გამოჯანმრთელების გზაზე მყოფი კაცების სპერმაშიც შეიძლება“, – აღნიშნულია ჩინელი მეცნიერების კვლევაში.

 

სპეციალისტების თქმით, ეს გასაკვირი აღმოჩენა არ არის, რადგან ასე ბევრი სხვა ვირუსიც იქცევა, მაგალითად ებოლა და ზიკა, რომლებიც გამოჯანმრთელებული კაცების სპერმაში ინფიცირებიდან რამდენიმე თვეშიც კი აღმოაჩინეს.

 

მათივე თქმით, თუკი დამტკიცდა, რომ SARS-CoV-2-ის სქესობრივი გზით გადაცემა შესაძლებელია, დაავადების გავრცელების საუკეთესო პრევენციული მეთოდი პრეზერვატივების გამოყენება იქნება.

 

დამატებით, კვლავ საჭიროა ჩატარდეს ღირებული დაკვირვება და კვლები ემბრიონის განვითარებაზე.

 

გარდა ამისა, პაციენტებში ნერწყვით და სისხლით კონტაქტის თავიდან აცილება არ იქნება საკმარისი, რადგანაც გამოჯანმრთელების პირას მყოფ ორგანიზმში დარჩენილი Sars-Cov-2 კვლავ ინარჩუნებს უნარს რომ გადასცეს სხვებსაც ინფექცია.

 

ბოლო მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსით 4 მილიონზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული. 

 

Covid-19-ს ჯამში 276 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა კი 1.3 მილიონს მიაღწია.

 

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსით დაინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X