17:23 | 2020-05-09 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ქვეყანა ევროპაში, სადაც უკვე ორი თვეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

ქვეყანა ევროპაში, სადაც უკვე ორი თვეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

სლოვაკეთში 10 მარტიდან კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

 

გამოცემა წერს, რომ ქვეყანაში, სადაც 5.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის 1 455 შემთხვევაა გამოვლინილი. გარდაიცვალა 26 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 919-ს მიაღწია.

 

ოთხშაბათს სლოვაკეთში ყველა სავაჭრო ობიექტი, სასტუმროები, მუზეუმები და სხვა დაწესებულებები გაიხსნა.

 

ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

 

ბოლო მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსით 4 მილიონზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული. 

 

Covid-19-ს ჯამში 276 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა კი 1.3 მილიონს მიაღწია.

 

ცნობისთვის, ახალი კორონავირუსით დაინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება.

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X