18:43 | 2020-05-09 ავტორი: მარი ჯაფარიძე

პუტინი პოლიტიკიდან წავა! – KGB- ს დაზვერვის ყოფილი ოფიცერი კონკრეტულ დროს ასახელებს

პუტინი პოლიტიკიდან წავა! –  KGB- ს დაზვერვის ყოფილი ოფიცერი კონკრეტულ დროს ასახელებს

პუტინის თანაკურსელი, KGB- ს დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, შვეცი აცხადებს, რომ პუტინი უცხოეთში, ვიზიტებზე ბიოტუალეტით დადის და ეს სხვა დროს არ მომხდარა.

 

რუსეთში მიმდინარე ბოლო მოვლენები – ვლადიმერ პუტინის საპრეზიდენტო ვადების განულება, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები, რუბლის ვარდნა და ნავთობზე მსოფლიოში ფასების ვარდნა, სხვა არაფერია, თუ არა პუტინის ძალაუფლებისგან გათავისუფლების მცდელობა. ძალაუფლების მქონე ბლოკის წარმომადგენლების ქმედებებით თუ ვიმსჯელებთ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ნამდვილად მომაკვდავი ავადმყოფია და არა მხოლოდ „კუდგაპუტულ კოჭლ იხვად გადაიქცა, არამედ – არალეგიტიმურ უზურპატორადაც“. – განაცხადა ყოფილმა საბჭოთა სადაზვერვო ოფიცერმა და პუტინის კგბ ინსტიტუტის კოლეგამ, იური შვეცმა. ის უკვე დიდი ხანია, ცხოვრობს აშშ-ში და ბიზნესის დაზვერვის ანალიტიკოსაად მუშაობს. მან ასევე გაახმოვანა იმ ადამიანების ვინაობა, რომლებიც ახლო მომავალში პუტინს ჩაანაცვლებენ და რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელად მოგვევლინებიან.

 

– რამდენიმე დღის წინ, სსრკ-ს პირველმა ქალმა კოსმონავტმა, სახელმწიფო დუმის დეპუტატმა „გაერთიანებული რუსეთიდან“, ვალენტინა ტერეშკოვამ, დუმას პუტინის საპრეზიდენტო ვადების გაუქმება შესთავაზა. რუსეთის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ტერეშკოვას წინადადებას. არსებითად, ეს ნიშნავს, რომ ის ხელისუფლებაში დარჩება 2036 წლამდე. როგორ აღიქვამთ ამ ამბებს?

 

– ჩემთვის, ეს არის ბრძოლა, რომელიც ვითარდება პუტინსა და მის „მემკვიდრეებს“ შორის და სულ უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება საზოგადოებისთვის.

 

– აგვიხსენით.

 

– რუსეთში არის ერთი სპეციფიკური რადიოსადგური. ის ეკუთვნის კრემლის მთავარ აქტივს – კომპანია „გაზპრომს“. ამ რადიოსადგურის მთავარი რედაქტორი, ერთგვარად ჭკვიანი კაცი, ხშირად ამაყად ხაზს უსვამს, რომ ის კონფიდენციალურად ეკონტაქტება კრემლის ძლიერთა შტოს.

 

ასეთ ადამიანებს ჯერ კიდევ ბრეჟნევის დროს ვიცნობდი. მათი გადარჩენა ემყარებოდა იმ ფაქტს, რომ ყოველდღე იცოდნენ, ქარი საით უბერავდა კონკრეტულ მომენტში, კრემლის დერეფნებში და ყოველთვის დინების მიმართულებით მიცურავდნენ. ასეთი ბიჭები სიტყვას ტყუილად არ იტყვიან.

 

– რატომ გაიხსენეთ მოულოდნელად რადიო „ეხო მოსკვი“ და მისი მთავარი რედაქტორი, ალექსეი ვენედიქტოვი?

 

– პროფესორმა, რომელიც ახლახან გაათავისუფლეს MGIMO-დან, დაიწყო ამ რადიოსადგურზე გამოჩენა საკმაოდ ხშირად და ძალიან სპეციფიკური განცხადებებით. მან არაერთხელ თქვა, რომ პუტინი, პირადი მიზეზების გამო, მალე დაგვტოვებს. პატივცემული პროფესორი ღიად ამბობს, რომ ლაპარაკია თითქმის ფატალური შედეგის მქონე დაავადებაზე, რის შედეგადაც პუტინი მალე გაქრება.

 

გარდა ამისა, პროფესორმა ისაუბრა პუტინის პირად, დაუძლეველ გარემოებებზე. თუ ჩვენ არ ჩავთვლით საბედისწერო სიყვარულს, ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრებში თამაშის სურვილს ან როგოზინის ბატუტიდან მთვარეზე ფრენას, მაშინ საბოლოოდ მოგვიწევს, დაავადებაზე შევჩერდეთ. პროფესორის მინიშნებები გამჭვირვალეა, ბავშვის ცრემლის მსგავსად. გარდა ამისა, არსებობს სხვა, როგორც ამბობენ, „სადაზვერვო ნიშნები“, რომლებიც დაადასტურებენ პროფესორის მესიჯს.

 

ბოლო დროს პუტინს უცხოეთში მოგზაურობისას თან დააქვს ბიოტუალეტი. ადრე ეს არასდროს მომხდარა და ეს გასაგებია, რადგან ის 20 წელი ცდილობდა, სუპერმენის სახე შეენარჩუნებინა  და მოულოდნელად – „ღამის ქოთანი“, რომლის დამალვაც შეუძლებელია.  და  რაც საინტერესოა – არავის, გარდა პუტინისა, არ დააქვს თან ბიოტუალეტი. მაგალითად, იგივე ბრეჟნევს ეს არ გაუკეთებია, თუმცა იყო ინფორმაცია, რომ „ცე-რე-უ“ ნადირობდა მის “ანალიზებზე”, რათა დაედგინათ, თუ რა დაავადება ჰქონდა გენერალური მდივანს და რა დრო ჰქონდა დარჩენილი.

 

შემიძლია დაგარწმუნოთ: ასეთი ინფორმაცია და, რაც მთავარია, რამდენჯერმე, რადიოსადგურის ეთერში არ გაჟღერდებოდა, თუ მისი მთავარი რედაქტორი არ იყო უფლებამოსილი იმ ძალაუფლების მქონე ჯგუფის მიერ, რომელსაც იგი ამ დროისთვის ყველაზე გავლენიანად მიიჩნევს.

 

გაიხსენეთ, რომ რუსეთის ფედერაციაში მასმედიას დევნიან და რედაქტორებს უშვებენ  უბრალო ინფორმაციის გამო, როგორიცაა მაგლითად, სტატია ძმისშვილის, ქალიშვილის, საყვარლისთვის იახტის ყიდვის შესახებ. აქ კი საქმე გვაქვს ქვეყნის უმაღლეს სახელმწიფო საიდუმლოებასთან – პუტინის ჯანმრთელობასთან! უბრალოდ, იფიქრეთ: „ჩვენი ყველაფერი“ მალე დაგვტოვებს და ეს მაშინ, როდესაც ქვეყანა, როგორც ყოველთვის, მტრების ალყაშია. დიახ, ეს თითქმის ღალატია!

 

უნდა გვესმოდეს, რომ ავტორიტარულ სახელმწიფოში, როგორიც გახლავთ რუსეთი, ე.წ. ძალაუფლების ვერტიკალი ეყრდნობა მოღალატე ადამიანების მიმართ ლოიალობას, სახელმწიფო სტრუქტურის ყველა დონეზე. და როდესაც ეს ადამიანები გაარკვევენ, რომ აკელამ მიზანს ააცილა, ისინი მაშინვე გარბიან ახალი აკელას მოსაძებნად. სისტემა მაშინვე კარგავს კონტროლს, ვერტიკალი ჩამოინგრევა და სახელმწიფო ნადგურდება. ეს ქვეყნისთვის კატასტროფაა, როცა ნადგურება ის სტაბილურობა, რომლის შენარჩუნებასაც პუტინის რეჟიმი ამდენი ხნის განმავლობაში ცდილობს. ასე დაემხო სსრკ ოთხ დღეში, 1991 წლის აგვისტოში.

 

გარდა ამისა, მის წასვლაზე მეტყველებს ის ბუნდოვანი დაჩქარება, რომელიც მან კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მოაწყო, რომელშიც მთავარი რამაა ჩადებული: ყოფილი პრეზიდენტის ხელშეუხებლობა. კითხვა: ვინ არის რუსეთის ეს „ყოფილი პრეზიდენტი“?

 

აქედან გამომდინარე, მე შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ მას, სავარაუდოდ, აქვს ონკოლოგიური დაავადება და შესაბამისად, ის მალე დატოვებს პოლიტიკას.

 

სხვათა შორის, სახელმწიფო სათათბიროში მომხდარი მოვლენები, რომლითაც თქვენ ინტერვიუ დაიწყეთ, მიუთითებს იმაზე, რომ უკვე სერიოზული ბრძოლა მიმდინარეობს პუტინსა და მის “მემკვიდრეებს” შორის – არა ხალიჩის ქვეშ, არამედ პირდაპირ აუდიტორიის წინაშე.

 

– როგორ ფიქრობთ, კრემლის რომელმა ჯგუფმა გაბედა, რომ საზოგადოებას აცნობოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მოსალოდნელი წასვლის შესახებ? ვინ არიან ისინი?

 

– პატრუშევი, ბორტნიკოვი და სეჩინი. ესენი არიან ზუსტად ის ადამიანები, ვინც პუტინის წასვლის შემთხვევაში ძალაუფლებას ხელში აიღებენ. თუმცა, შესაძლოა, რომ ამ სამიდან არც ერთი გახდეს პრეზიდენტი. შესაძლებელია, ისინი ვერ შეთანხმდნენ ერთმანეთში, რომელი მათგანი დაჯდება ტახტზე და პრეზიდენტად  დააყენებენ რომელიმე „ვანკა-ვსტანკას“ იმ იმედით, რომ მარიონეტივით მართვენ.

 

03_39

 

– როგორია თქვენი პროგნოზი: რა მოხდება?

 

– უახლოეს თვეებში მოვლენების განვითარება ორი ძირითადი ფაქტორით განისაზღვრება. პუტინს ესმის, რომ ძალაუფლების შენარჩუნება არის მისი უსაფრთხოების ერთადერთი რეალური გარანტი. მაშასადამე, იგი კბილებით დაიჭერს კრემლის სავარძელს, სანამ „გადაულახავი პირადი სიტუაცია” არ გააშვებინებს კბილებს.

 

„მემკვიდრეები“ კი შეეცდებიან, რაც შეიძლება სწრაფად მოიცილონ იგი, რადგან  შეშფოთებულნი იქნებიან საკუთარი უსაფრთხოებით და ამისათვის მათ ვაშინგტონში მოუწევთ „პრობლემების მოგვარება“. ასე იყო 1991 წლის შემოდგომაზე, როცა სსრკ-ს დაშლის პირას გახლდათ და ასე იყო 1999 წელს, დაახლოებით ერთი თვით ადრე, სანამ ელცინი საჯაროდ გამოაცხადებდა პუტინს თავის მემკვიდრედ. ვფიქრობ, ამჯერადაც ასე იქნება.

 

ამრიგად, მეჩვენება, რომ პუტინის ბედის გადაწყვეტის ყველაზე ოპტიმალური დრო აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ დადგება, როდესაც ამერიკის ახალი პრეზიდენტის სახელი გახდება ცნობილი.

 

– ვისთან აპირებენ პუტინის „მემკვიდრეები“ მოლაპარაკებას, თუ სავარაუდოდ, დონალდ ტრამპი, რომელიც პუტინს თანაუგრძნობს, კვლავ აირჩიეს აშშ-ის პრეზიდენტად?

 

– გასული ორი კვირის განმავლობაში, ტრამპის თეთრ სახლში დარჩენის შანსი კრიტიკულ ზღვრამდე შემცირდა. რატომ? კორონავირუსისა და მოახლოებული ეკონომიკური რეცესიის გამო. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად, ბაიდენი თავდაჯერებულად უგებს ტრამპს. ყოველ შემთხვევაში, ასეა ამ ეტაპზე.

 

ამასთან, ვაშინგტონს რუსეთთან ხელის განძრევა არ დასჭირდება, რადგან პუტინი და მისი თანამებრძოლები დაასაფლავებენ რუსეთის ფედერაციას, ისევე, როგორც საბჭოთა ელიტამ, მათ შორის – სამხედროებმა და KGB-მ საბჭოთა კავშირი საკუთარი ხელით დაკრძალეს. ახლაც იგივე ხდება: რუსეთი იშლება კრემლის ძალისხმევითა და ხალხის სამარისებური დუმილით. მაშ, რა მნიშვნელობა ექნება, ვინ იქნება შეერთებული შტატების შემდეგი პრეზიდენტი, ტრამპი თუ ბაიდენი? პუტინის „მემკვიდრეები“ გაიქცევიან მასთან, ვინც გახდება აშშ-ის შემდეგი პრეზიდენტი.

 

– იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს პირობითი პეტრუშევსკი და სეჩინი ან მათი მარიონეტი უხელმძღვანელებს, რა ელოდება უკრაინას?

 

– როდესაც „მემკვიდრეები“ ვაშინგტონში მოლაპარაკებისთვის გაიქცევიან, მათ იქ წარუდგენენ საკმაოდ გრძელ ანგარიშს. მათ შორის – ქვითარს – უკრაინის გამოც.

 

მე არ მესმის, რატომ მოითხოვს უკრაინის მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენელი კრემლის დხმარებას, რომ რაც შეიძლება მალე მოხსნას დასავლეთმა დაწესებული სანქციები, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის. ეს არის ერთგვარი სადომაზოხიზმი, სახელმწიფო პოლიტიკის სახელით.

 

წყარო: https://gordonua.com

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X