19:56 | 2020-05-09 ავტორი: ალექსი ქამადაძე

5-ეტაპიანი დეზინფექცია სკოლაში შესვლამდე (ვიდეო)

5-ეტაპიანი დეზინფექცია სკოლაში შესვლამდე (ვიდეო)

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ჩინეთის ხელისუფლება განაგრძობს ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას.

 

მათ შორის შეზღუდვები მოიხსნა სასწავლო დაწესებულებებზეც.

 

76-დღიანი კარანტინის შემდეგ, ჩინეთის ქალაქ უხანში, საიდანაც ახალი კორონავირუსი მთელს მსოფლიოში გავრცელდა, 6 მაისს პირველად გაიხსნა სკოლები.

 

როგორც გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, მოსწავლეს საკლასო ოთახში შესვლამდე დეზინფექციას უტარებენ და ასე ვთქვათ, ეს პროცესი 5-ეტაპიანია.

 

საქართველოში სასწავლო პროცესის აღდგენა სექტემბრისთვის არის დაგეგმილი. თუ პანდემია სექტემბრამდე გაგრძელდა, შესაძლოა ასეთი სადეზინფექციო პროცესი ჩვენს სკოლებშიც გახდეს საჭირო და ეს ერთგვარი რეკომენდაციაც კი იყოს.

 

 

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X