
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნატელასვილი, უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოწვევას გამოეხმაურა.
„ელჩის გამოწვევასთან დაკავშირებით მე მიჩნდება ავტომატური კითხვა, ან აქამდე რას აკეთებდა ის ელჩი გარდა იმისა, რომ ჩვენი ბიუჯეტის ხარჯზე ემსახურებოდა მერსედესების კორტეჟი და მიირთმევდა სალას და ბორშს?“ – განაცხადა „მთავარ არხთან“ საუბრისას შალვა ნატელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.
ელჩის გამოძახების მიზეზი მიხეილ სააკაშილის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშვნა გახდა.






















