00:15 | 2020-05-10 ავტორი: ალექსი ქამადაძე

რატომ ჩატარდა 9 მაისს სამხედრო აღლუმი მხოლოდ ბელარუსში – ლუკაშენკოს განმარტება

რატომ ჩატარდა 9 მაისს სამხედრო აღლუმი მხოლოდ ბელარუსში – ლუკაშენკოს განმარტება

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, 2020 წლის 9 მაისი ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში შეზღუდულად ჩატარდა.

 

ბელარუსში კორონავირუსის საფრთხის მიუხედავად სამხედრო აღლუმი მაინც ჩაატარეს. დედაქალაქ მინსკში მოსახლეობა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავის აღსანიშნავ სამხედრო აღლუმზე დასასწრებად მივიდა.

 

 

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ახალ კორონავირუსს „ფსიქოზი“ უწოდა.

 

„ამ შეშლილ სამყაროში იქნებიან ადამიანები, რომლებიც დაგვგმობენ ამ წმინდა ღონისძიების ჩატარებისთვის, ნუ ჩქარობთ ჩვენს განსჯას, ჩვენ სხვა გამოსავალი არ გქონდა და რომ გვქონოდა, მაინც ასე მოვიქცეოდით. წელს მინსკში გამართული სამხედრო მარში იყოს ერთადერთი პოსტსაბჭოთა კავშირში, მთელი საბჭოთა გამარჯვების სიმბოლო გახდეს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

 

 

ასევე, ბელარუსს COVID19-ის ფონზე მკაცრი საკარანტინო რეჟიმი და შეზღუდვები არ შემოუღია, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 21 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა.

 

 

 

 

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X