02:02 | 2020-05-10 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ზელენსკიმ განმარტა, რატომ დანიშნა სააკაშვილი და რას ელოდება მისგან

ზელენსკიმ განმარტა, რატომ დანიშნა სააკაშვილი და რას ელოდება მისგან

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი განმარტავს, თუ რატომ დანიშნა საქართველოს ექს-პრეზიენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ.

 

ზელენსკიმ ერთ-ერთ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სააკაშვილმა, როგორც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ნამდვილად შეძლო კორუფციის დამარცხება და საბაჟოს მოდერნიზება.

 

„მე არ ველოდები შედეგებს სააკაშვილის დანიშვნიდან მეორე დღეს, მაგრამ ეს უნდა იყოს უახლოეს თვეებში. შედეგი უნდა იყოს ბიზნესის დარეგულირება და საბაჟი რეფორმის გატარება“, – ამბობს ზელენსკი.

 

მისი თქმით სააკაშვილთან ამაზე ბევრი ისაუბრა. ის ამბობს, რომ საბაჟოზე უამრავი პრობლემაა. „საბაჟოს რეფორმა ასეთი რთულია, მინდა, რომ მან ეს გააკეთოს“

 

„მეორე საკითხი არის ის, რომ მას აქვს საკმაოდ ძლიერი კავშირი ინვესტორებთან სხვადასხვა ქვეყნებიდან. როდესაც მათ ბათუმი ააშენეს, ეს იყო სხვადასხვა ინვესტორების მიე გაკეთებული და შედეგად იქ აშენდა ქსელური სასტუმროები. მას აქვს გამოცდილება“, – განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.

 

ელჩის გამოძახების მიზეზი მიხეილ სააკაშილის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშვნა გახდა.

 

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X