10:28 | 2020-05-10 ავტორი: თათია ცუკოშვილი

აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი თვითიზოლაციაშია

აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი თვითიზოლაციაშია

ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი, მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა თვითიზოლაციაში იმყოება.

 

როგორც CNN-ი წერსფაუჩი ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტშიც ივლის, სადაც ასევე იზოლაციაში იქნება. კორონავირუსზე ტესტირება კი ყოველდღიურად ჩაუტარდება.

 

ცნობისთვის, 8 მაისს კორონავირუსი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის პრესსამსახურის წარმომადგენელს დაუდასტურდა.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X