
საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 635 შემთხვევაა დადასტურებული.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში ათი პაციენტი გარდაიცვალა.
გაითვალისწინეთ რეკომენდაციები და დაიცავით თავის კორონავირუსისგან






















