ესპანეთში, ბოლო 2 თვის განმავლობაში, კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 143 ადამიანი გარდაიცვალა.
დღემდე ესპანეთში COVID-19-ით 26,621 ადამიანი დაიღუპა.
როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამსახურში აღნიშნავენ, ვირუსით სიკვდილიანობის ასეთი დაბალი დღიური მაჩვენებელი 18 მარტის შემდეგ არ ყოფილა.
ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით, ესპანეთი (264,663) მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ, მეორე ადგილზეა.






















