08:00 | 2020-05-11 ავტორი: თათია ცუკოშვილი

როდის გამოიდარებს საქართველოში

როდის გამოიდარებს საქართველოში

11 და 12 მაისს, საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეიდან უკვე გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს.

 

11 და 12 მაისს, დასავლეთ საქართველოში +23-დან + 28 გრადუსამდე დათბება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +19-დან +24 გრადუსამდე. ზოგან შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა დაფიქსირდეს. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

 

13 მაისს კი, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში ისევ მოსალოდნელია შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X