
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო ზონაში სამ პირს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
აქედან, დადასტურებული 60-70 წლის ასაკობრივი ჯგუფია, ქალი და მამაკაცი. ისინი ოჯახის წევრები არიან.
მესამე კი არის 25 წლის ქალი.
დაინფიცირებულები თეთრიწყაროს კლასტერს განეკუთვნებიან. სულ ზუგდიდის ინფექციურში გამოიკვლიეს 46 პირი. აქედან 41 პირზე ანალიზების პასუხი უარყოფითია,ხოლო 3 დადასტურებული შემთხვევა და 2 პირზე ანალიზების პასუხს დღეს ელოდებიან.
გასულ კვირას კოვიდ-19 ანაკლიის საკარანტინო ზონაში 2 პირს დაუდასტურდა,აქედან ერთი ქალი რუხის კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას,ხოლო მეორე ქუთაისის ინფექციურში. ორივეს სტამბოლში მოგზაურობის ისტორია აქვთ.
საქართველოში კორონავირუსის რიცხვი 638-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ stopcov.ge-ზე უკვე განახლდა.
გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 317-ს შეადგენს.
ბოლო მონაცემებით:
გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში – 10.
- კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 4896 ადამიანი
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 444 ადამიანი
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების – 3
ავტორი: თეა შონია






















