
აჭარაში ათ დღეზე მეტია კოროვანირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. კლინიკა „მედალფაში“ 14 პაციენტი მკურნალობს.
მათ შორის ერთის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე.
აჭარის რეგიონში დღეს კიდევ ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ჯამში კორონავირუსი 43-მა ადამიანმა დაამარცხა. ისინი რეაბილიტაციის პერიოდს კარანტინში გადიან.
უახლოეს პერიოდში, მედიკოსები კიდევ ხუთი პირის გამოჯანმრთელებას ელიან.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, რეგიონში სულ 7 200 მეტი ტესტირება ჩატარდა.
ბოლო მონაცემებით:
გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში – 10.
- კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 4896 ადამიანი
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 444 ადამიანი
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების – 3
ავტორი: მარიამ ხითარიშვილი






















