
11 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 638 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან გამოჯანმრთელებულია 317 ადამიანი.
პაციენტები მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კოვიდ ცენტრში არიან გადანაწილებულები.
კლინიკის წარმომადგენლები პაციენტების მდგომარეობის შესახებ განმარტებებს აკეთებენ:
ბოჭორიშვილის კლინიკა
ბოჭორიშვილის კლინიკაში ამჟამად 75 პაციენტი იმყოფება, აქედან ინფექცია 62-ს აქვს დადასტურებული.
კლინიკაში კორონავირუსი მხოლოდ 1 ახალ პაციენტს დაუდასტურდა, რომელიც საშუალო ასაკის ქალია, თეთრიწყაროს კლასტერიდან.
კლინიკაში რჩება 10 მოზარდი.
5 პაციენტი არის საყურადღებო.
ინფექციური საავადმყოფო
ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 41 დადასტურებული შემთხვევაა.
საავადმყოფო სულ 87-მა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.
ერთი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა პროგნოზირება ჯერ შეუძლებელია.
დაგვემატა კიდევ ორი ახალი პნევმონია, თუმცა დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა
ამ ეტაპზე კლინიკაში 68 პაციენტი რჩება, აქედან ინფიცირებულია 52 პაციენტი.
ბოლო 24 საათში კლინიკიდან გაეწერა 9 პაციენტი.
ახალი შემთხვევა ბოლო რამდენიმე კლინიკაში არ ფიქსირდება.
რეანიმაციაში გვყავს სამი პაციენტი. არცერთთან კოვიდ ინფექცია არ დასტურდება.
ბოლო მონაცემებით:
საქართველოში კორონავირუსის 638 შემთხვევაა დაფიქსირებული
გამოჯანრმთელებულია 317 ადამიანი
გარდაცვლილია 10 ადამიანი























