
აჭარაში, კლინიკა „მედალფაში“ კორონავირუსით 81 წლის კაცი გარდაიცვალა. ის რამდენიმე დღე მართვით სუნქთავაზე იმყოფებოდა.
გარდაცვლილ პაციენტს გულსისხლძარღვთა თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა. მამაკაცს ინფიცირებამდე ინსულტი ჰქონდა გადატანილი.
81 წლის კაცის მეუღლეც Covid-19-ით იყო ინფიცირებული და ის 18 აპრილს ასევე კლინიკა „მედალფაში“ გარდაიცვალა. იგი ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნებოდა.
73 წლის ქალი კლინიკაში 10 აპრილს შეიყვანეს, 13 აპრილს კი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს „მედალფას“ რეგიონალური ხელმძღვანელის, ლევან ანთაძის განცხადებით,
ქალს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა, მათ შორის: შაქრიანი დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადება.
საქართველოში კორონავირუსი 638 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 317 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.






















