14:43 | 2020-05-11 ავტორი: ალექსი ქამადაძე

დიდი მწუხარებით უნდა ვთქვათ, რომ… – გიორგი გახარია

დიდი მწუხარებით უნდა ვთქვათ, რომ… – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთ პაციენტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

 

„ორ ფრონტზე ვიბრძვით პირველ რიგში ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. აქ ალბათ დიდი მწუხარებით უნდა ვთქვათ, რომ კიდევ ერთი დანაკლისი გვაქვს, კიდევ ერთი ადამიანი დავკარგეთ, სამწუხაროდ, აჭარის რეგიონის მკვიდრი, ქობულეთის კლასტერიდან 81 წლის ჩვენი მოქალაქე, რომელიც კორონავირუსის შედეგად მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, მაინც გარდაიცვალა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით მეთერთმეტე პაციენტი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.

 

საქართველოში კორონავირუსი 638 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 317 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X