
ლოტოს გამარჯვებულმა მოგებულ თანხას დროულად არ მიაკითხა, რის გამოც 1 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაკარგა.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
გამარჯვებულს მომგებიანი ბილეთის განაღდება გასული წლის 9 ნოემბრიდან შეეძლო, დედლაინი 7 მაისს იწურებოდა.
სვინდონში ნაყიდ ბილეთში 5 მთავარი რიცხვი და ბონუსი გამარჯვებულ რიცხვებს დაემთხვა.
როგორც ინგლისის ეროვნულ ლატარიაში აცხადებენ, თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.






















