22:55 | 2020-03-11 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ღამით ქალაქს ვერტმფრენები შეწამლავენ -ეს სიმართლეა?

ღამით ქალაქს ვერტმფრენები შეწამლავენ -ეს სიმართლეა?

მთელი დღის განმავლობში სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ღამის საათებში დედაქალაქში ვერტმფრენებით დეზინფექციას ჩაატარებდნენ. აღნიშნულმა ინფორმაციამ საზოგადოების ნაწილში პანიკა გამოიწვია. თბილისის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მანანა თოქმაჯიშვილმა კი საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით მიმართა და განაცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. „პრაიმტაიმი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

 

„მეგობრებო, არც ჩვენ და არც ჩვენს ქალაქს და არც თქვენს სარეცხს არაფერი ემუქრება. დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, რასაც სპეციალისტები გვაწვდიან და პანიკის გარეშე, მშვიდად გადავატაროთ ეს რთული დღეები. რაც შეეხება ვერტმფრენით დეზინფექციის ჩატარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ვირუსულად ვრცელდება სოციალურ ქსელებში, რასაკვირველია, არის ტყუილი და ჩემი აზრით, ძალიან ცუდ დროს შერჩეული უკბილო ხუმრობა (იმედი მაქვს ბოროტი განზრახვა არ ჰქონია ავტორს). აქვე ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ თბილისის მერია ყოველდღიურ რეჟიმში ატარებს დეზინფექციას ავტობუსებში, მეტროსადგურებში, მეტროს ვაგონებში, სერვისცენტრებში, უფასო სასადილოებში და ასე შემდეგ…სრულდება ყველა მითითება და რეკომენდაცია, რასაც საკოორდინაციო საბჭო გასცემს. მშვიდობიან ღამეს და ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას!“ – წერს მანანა თოქმაჯიშვილი.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X