
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ამბობს, რომ ქვეყანას ჰყავს პოლიტპატიმრები.
გიორგი მარგველაშვილის მისი თქმით, 8 მარტის შეთანხმების წინამდებარე შეხვედრებზე ამ ადამიანების გათავისუფლების საკითხზე დისკუსიებიც იყო.
ამის შესახებ მარგველაშვილმა ტელეკომაპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა.
„შეუძლებელია, შენ პოლიტიკური პარტიის ლიდერები ციხეში პოლიტიკური მოტივაციით ისხდნენ და პარალელურად შენ საარჩევნო კამპანიას ატარებდე და ტოვებდე შთაბეჭდილებას, რომ სამართლიან საარჩევნო კამპანიაში იღებ მონაწილეობას“, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის დროს მარგველაშვილმა უარი თქვა გიგი უგულავას შეწყალებაზე, რომელსაც თავად პოლიტპატიმრად მოიხსენიებს.
უგულავა მაშინ მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით იხდიდა სასჯელს.
„პრეზიდენტი არ იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც რომელიმე მსჯავრდებულს ჩააყენებს პრივილეგირებულ მდგომარეობაში“ – აღნიშნა 2016 წელს მარგველაშვილმა.






















