16:23 | 2020-05-11 ავტორი: Prime Time

მარნეულში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

მარნეულში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

მუნიციპალიტეტში, რეკომენდაციების დაცვით, აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები – ამ ეტაპზე, შიდა გზების მოასფალტება სოფელ სადახლოში ხორციელდება.

 

პროექტი, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 513 110 ლარით, ფინანსდება და 1 600 მეტრის მოცულობის გზის კეთილმოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოების მიმდინარეობას, რეგიონისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე, პირადად გაეცნენ.

ავტორი: Prime Time

X