17:56 | 2020-05-11 ავტორი: თეონა ყაჭიური

რატომ არ მოაწერა ირმა ინაშვილმა 8 მარტის შეთანხმებას ხელი – დეტალები შეხვედრიდან

რატომ არ მოაწერა ირმა ინაშვილმა 8 მარტის შეთანხმებას ხელი – დეტალები შეხვედრიდან

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს.

 

როგორც იგი ამბობს, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ გიგი უგულავასა და სხვების გათავისუფლებას გულისხმობდნენ. ხელისუფლება კი სხვა რამეს გულისხმობდა.

 

„მე ვადასტურებ, რომ ამ შეხვედრებზე ნაცმოძრაობაც და ბოკერიას პარტიაც, ასევე, მათ ირგვლივ გაერთიანებული პარტიები ნამდვილად გადადიოდნენ სხვა საკითხზე. კერძოდ, უგულავას გათავისუფლების საკითხზე და არა მარტო უგულავასი.

 

ასევე, ითხოვდნენ პირად ხელშეუხებლობას. მაგალითად, ბოკერია. მე ვადასტურებ, რომ ამ შეხვედრებზე (ჩემი თანდასწრებით) არც არჩილ თალაკვაძე და არც ირაკლი კობახიძე არ დათანხმებულან!

 

მე ასევე ვადასტურებ, რომ შეხვედრები იყო ჩემს გარეშეც, ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ ჩემს გარეშეც და ბოლოს, მე ვადასტურებ, რომ 8 მარტის შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო დოკუმენტი, რომლის მეორე პუნქტი, ჩემი აზრით, იყო ძალზედ ბუნდოვანი, არ ეხებოდა საარჩევნო სისტემას.

 

ამ პუნქტში სააკაშვილ-ბოკერიას პარტიები გულისხმობდნენ უგულავას და არა მარტო უგულავას გათავისუფლებას და ამას ღიად ამბობდნენ,ხოლო „ქართული ოცნები“ ამბობდა, რომ ამ პუნქტში სულ სხვა რამეს გულისხმობს.

 

ყველასათვის ცნობილია, რომ მე არ მოვაწერე ხელი ამ მეორე პუნქტს, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ მოაწერა და რას და რატომ მოაწერა ხელი, იმედია, ამაზე განმარტებას თავად გააკეთებენ“,- წერს ირმა ინაშვილი.

 

საპარლამენტო არჩევნები 120:30-ზე პროპორციით გაიმართება
2020-03-09საპარლამენტო არჩევნები 120:30-ზე პროპორციით გაიმართება

 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოდელზე შეთანხმება მმართველ გუნდსა და ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს შორის 9 მარტს შედგა.

 

ოპოზიციური პარტიები, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ითხოვენ.

 

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, შეთანხმებასთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩაატარა:

 

პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არ დაუდია – არჩილ თალაკვაძე

 

 

დაიღალნენ ჩვენი უცხოელი მეგობრები! – თალაკვაძე ფასილიტატორ ელჩებს თხოვნით მიმართავს

 

ცვლილებების ჩაგდება ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება – თალაკვაძე

 

თალაკვაძის განცხადება იყოს სიცრუე! – ოპოზიცია „ოცნებას“ პასუხობს

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X