23:43 | 2020-05-11 ავტორი: Prime Time

გიორგი ვაშაძის პირდაპირ ეთერში მისი პატარა გოგონა შეიჭრა – სახალისო ვიდეო

გიორგი ვაშაძის პირდაპირ ეთერში მისი პატარა გოგონა შეიჭრა – სახალისო ვიდეო

„პალიტრანიუსის“ ეთერში გიორგი ვაშაძის პირდაპირი ჩართვის დროს სახალისო ფაქტი მოხდა.

 

როდესაც „ახალი საქართველოს“ ლიდერი წამყვანის კითხვას პასუხობდა, მოულოდნელად ეთერში მისი პატარა გოგონა გამოჩნდა.

 

პოლიტიკოსი მის მოშორებას, ცალი ხელით ცდილობდა და შვილისთვისაც და წამყვანისთვისაც ბოდიშის მოხდა მოუხდა.

 

„როგორც ჩანს, ბავშვებსაც უჩნდებათ სურვილი ჩაერთონ ამ პოლიტიკურ პროცესში“ – სახალისო ინციდენტის შემდეგ დაასკვნა წამყვანმა.

 

ავტორი: Prime Time

X