
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი რესპუბლიკური პარტიიდან, ჯიმ რიში საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, სრულიად შეასრულონ მარტში გაფორმებული ხელშეკრულება. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„ველოდები, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებენ მარტის ხელშერულებას, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალი საარჩევნო სისტემის პროგრესს“, – ნათქვამია სენატორის განცხადებაში, რომელიც „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნდა.
I expect Georgia’s political parties to fully implement their March agreement, including the release of political prisoners and progress towards a new electoral system. https://t.co/0nSWlZN9gJ
— U.S. Senate Foreign Relations Committee (@SenateForeign) May 12, 2020
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოდელზე შეთანხმება მმართველ გუნდსა და ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს შორის 9 მარტს შედგა.
ოპოზიციური პარტიები, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ითხოვენ.
დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, შეთანხმებასთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩაატარა:
პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არ დაუდია – არჩილ თალაკვაძე
დაიღალნენ ჩვენი უცხოელი მეგობრები! – თალაკვაძე ფასილიტატორ ელჩებს თხოვნით მიმართავს
ცვლილებების ჩაგდება ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება – თალაკვაძე
თალაკვაძის განცხადება იყოს სიცრუე! – ოპოზიცია „ოცნებას“ პასუხობს























