
ერთი დადასტურებული პაციენტის წყარო ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისი კონტაქტი მოძიებულია. 4 კონტაქტია, რომელთაც განმეორებითი კვლევა უტარდებათ. როდესაც განმეორებითს ითხოვს ხოლმე ტესტი, ხშირ შემთხვევაში უარყოფითია.
მისი წყარო უცნობია. თუ არ ვცდები, საკარანტინო სივრციდან არის, მაგრამ წყაროს ვერ დაგიდასტურებთ“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.
დღეს კორონავირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 32 პაციენტი.
ბოლო მონაცემებით:
გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში – 11.
- კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 4769 ადამიანი
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 414 ადამიანი
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების – 3






















