
„ჭავჭავაძეზე მერიას სავარაუდოდ, მილების ან ჭების დაერთება დაავიწყდა და ხელახლა თხრიან“, – ამის შესახებ საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და თან ფაქტის ამსახველ ვიდეოს ურთავს.
❗️ჭავჭავაძეზე მერიას სავარაუდოდ მილების ან ჭების დაერთება დაავიწყდა და ხელახლა თხრიან 🤬🤦♂️
Gepostet von Levan Khabeishvili am Montag, 11. Mai 2020
რა გახდა გზის სავალი ნაწილის მეორედ გადათხრის მიზეზი, ამის გასარკვევად „პრაიმტაიმი“ დედაქალაქის მერიას დაუკავშირდა.
„ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის ბოლო ფენის დაგება იწყება. შესაბამისად, ჭების წამოწევა უნდა მოხდეს ნიშნულზე.
ეს არის ჩვეულებრივი, დაგეგმილი პროცესი და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება“, – განმარტავენ მერიაში.






















