01:53 | 2020-03-12 ავტორი: Prime Time

კორონავირუსის გამო, ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კორონავირუსის გამო, ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

აშშ-ის დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქალაქის მერმა მიურიერ ბოუზერმა აცნობა. მისი თქმით, დღეს იქ კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 10-ს მიაღწია.

 

საგანგებო რეჟიმი მერს კარანტინის გამოცხადების და იმ მოვაჭრეების კანონით დევნის საშუალებას აძლევს, რომლებიც სიტუაციით სარგებლობენ და პროდუქტს ფასებს უზრდიან.

 

ავტორი: Prime Time

X