
ქუთაისის შესასვლელთან ბლოკ-პოსტების აღება დღეიდან დაიწყება.
ზვიად შალამბერიძის განცხადებით, საკონტროლო პუნქტების დემონტაჟი დაწყებულია და ხვალ დილიდან ქალაქში 18 შესასვლელ-გამოსასვლელზე კონტროლი მოიხსნება.
„რაც შეეხება, ღვანკითს, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ღვანკითში უკვე იხსნება შეზღუდვები, აქ აღარ იქნება ე.წ. საკარანტინო ზონა, თუმცა რჩება ბლოკ-პოსტები, სადაც გაგრძელდება მოსახლეობის თერმოსკრინინგი 22 მაისის ჩათვლით, ეს იმიტომ, რომ ჩვენ რეალურად მაინც გვქონდეს იმის საშუალება, რომ პრევენცია მოვახდინოთ“, – განმარტავს იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე.
ცნობისთვის, კორონავირუსის რისკის შემცირების გამო ქუთაისის შესასვლელ-გამოსასვლელში რამდენი ბლოკ-საგუშაგი იყო განთავსებული.






















