15:40 | 2020-05-12 ავტორი: თეონა ყაჭიური

რის გადასახადისგან გათავისუფლდნენ ფერმერები 20 წლით

რის გადასახადისგან გათავისუფლდნენ ფერმერები 20 წლით

საქართველოში ყველა ფერმერი საირიგაციო საფასურისგან გათავისუფლდება და 20 წლის განმავლობაში სარწყავი წყალი უფასოდ ექნებათ. ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

 

„დღეს საქართველოში ყველა ფერმერი, რომელთა რაოდენობა არის 42 000 სრულად გათავისუფლდება საირიგაციო საფასურისგან, სარწყავი წყალი 20 წლის განმავლობაში ექნებათ უფასოდ.

 

თითოეული ფერმერს, რომელსაც დასჭირდება ტექნიკის შეძენა, სასათბურე მეურნეობის ან სარწყავი სისტემის მოწყობა, სახელმწიფო ფულის სახით, ამ სამუშაოების ღირებულების 50%-ით დაეხმარება, ეს იქნება გრანტი“, – განაცხადა გახარიამ.

 

მისივე თქმით, შეღავათები 20 მაისიდან ამოქმედდება.

 

ამავე თემაზე: ცნობილია, რამდენ ლარს ჩაურიცხავს სახელმწიფო ფერმერს 1 ჰექტარ მიწაზე

ავტორი: თეონა ყაჭიური

X