
ისანში მდებარე ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მიტოვებულ სახლში ორი ადამიანი ცხოვრობდა და გარდაცვლილი სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა აღმოაჩინა.
როგორც „ფორმულას“ სიუჟეტიდან ირკვევა, მამაკაცი ახალი გარდაცვლილი არაა. მომხდარის მიზეზი და დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
„გამოვედი სახლიდან და გავიგე, რომ დიდი ხნის ცხედარი უპოვიათ, სუნმა შეგვაწუხა“, – განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.
მომხდარზე გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.






















