
მესტიის მუნიციპალიტეტ სოფელ ნანკრაში უბედური შემთხვევის შედაგად დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცი ზვიად ცინდელიანია.
როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია მამაკაცი ხევში გადავარდა და დაიღუპა. ის სოფელ ნანკრას მკვიდრი იყო. გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
სავარაუდოდ ახალგაზრდა, რომელიც ხევში სანადიროდ იმყოფებოდა.
შინაგან სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ავტორი: თეა შონია






















