08:38 | 2020-03-12 ავტორი: სალომე ნეფარიძე

იტალიაში სამედიცინო ხელმძღვანელი კორონავირუსით გარდაიცვალა

იტალიაში სამედიცინო ხელმძღვანელი კორონავირუსით გარდაიცვალა

იტალიის ჩრდილოეთ რეგიონში სამედიცინო ასოციაციის ხელმძღვანელი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

 

მედიის ინფორმაციით, 67 წლის რობერტო სტელა კომოში დაიღუპა, სადაც კორონავირუსის გამო, სუნთქვის უკმარისობით იყო გადაყვანილი.

 

განცხადებაში, რომელიც იტალიის ექიმთა და პრაქტიკოსთა ფედერაციამ გაავრცელა, იმედოვნებენ, რომ მთავრობა ყურადღებას გაამახვილებს იმ საშიშროებებზე, რომელთა წინაშე დგანან იტალიელი ექიმები და ექთნები.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X