23:12 | 2020-05-12 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

ნინო ქათამაძემ შვილი გამოაჩინა – „ჩვენ ყველაფერი წინ გვაქვს“

ნინო ქათამაძემ შვილი გამოაჩინა – „ჩვენ ყველაფერი წინ გვაქვს“

მუსიკოსი ნინო ქათამაძე კარანტინში თბილისში იმყოფება. მან მსახიობ ლაშა გურგენიძესთან facebook ლაივში საინტერესო კითხვებს სახლიდან უპასუხა, რა დროსაც ეთერში მისი ვაჟი ნიკუშა ლოლაძე ჩაერთო.

 

როგორც ნინომ აღნიშნა, მის ვაჟს ძალიან მოსწონს თეატრი, თუმცა ბევრი სპექტაკლი ნანახი არ აქვს.

 

“ბევრი დოზით ვერ არის ნიკუშას ცხოვრებაში თეატრი. 25 მაისს გახდება 12 წლის, ჩვენ ყველაფერი წინ გვაქვს. შარშან ცოტა ხანი მივიყვანეთ თეატრალურ სტუდიაში რუსთაველის თეატრში. ყველაზე მაგარი ის იყო, რომ “რიჩარდ მესამის” აფიშა შეიმჩნია.

 

თავად ნიკუშამ გადაცემაში თეატრზე და კინოზე ისაუბრა.

 

“თეატრზე მაქვს უჩვეულო ემოცია. ბევრჯერ არ ვყოფილვარ სპექტაკლზე, ინტერნეტში მაქვს ნანახი “კავკასიური ცარცის წრე” და რიჩარდ მესამე. თითქოს ტვინი მეუბნებოდა, ნიკა, ჩვენ სახლში ვართ”.

 

რაც შეეხება მუსიკოსის ვაჟის საყვარელ ფილმებს, აღმოჩნდა, რომ მისი საყვარელი ფილმებია “მიმინო” და “უდიპლომო სასიძო”. ხოლო საყვარელი პერსონაჟია პროფესორი ხაჩიკიანი.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X