
მესტიის მუნიციპალიტეტ სოფელ ნანკრაში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცი ზვიად ცინდელიანია.
გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ის სოფელ ნანკრას მკვიდრი იყო.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცი მესტიის გუბერნატორის მოადგილის მამიდაშვილია.
შემთხვევა გუშინ მოხდა. მესტიის მუნიციპალიტეტ სოფელ ნაკრაში ახალგაზრდა ბიჭი ხევში გადაიჩეხა.
მამაკაცი ფეხით გადაადგილდებოდა და მარტო იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, ის სანადიროდ იყო წასული.
შინაგან სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.






















